რაც შეეხება წითელ ბარათს, შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ვინისიუს ჟუნიორი გააძევა. ინციდენტი მოხდა 77-ე წუთზე, როდესაც "ლოს ჩესის" მეკარემ, სტოლე დიმიტრიევსკიმ ბრაზილიელ ფორვარდს წამოდგომისკენ მოუწოდა. გაცხარებულმა ვარსკვლავმა საპასუხოდ მას ხელები დაავლო კისერში. ამის შედეგად, მაკედონიელი გოლკიპერი დაეცა, "ბლანკოსის" შემტევს კი მოედნის დატოვება მოუწია.
ესპანური პრესა წერს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდის მეშვიდე ნომერი შესაძლოა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 24 წლის ფორვარდი უპირისპირდება "მურსელაგოსის" გოლკიპერს, შემდეგ კი წითელ ბარათს იღებს. ორი წლის წინ, იგივე ადგილას, მესტალიაზე, ვინის უსიამოვნო ინციდენტი გიორგი მამარდაშვილთანაც მოუვიდა.
ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს იუნუს მუსამ ბურთი ხელში აიღო, რათა სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებს ის სწრაფად არ გაეთამაშებინათ. მასთან მივიდა ბრაზილიელი ფორვარდი და უხეში ფორმით ბურთი გამოართვა. ფიზიკური კონტაქტის შედეგად ამერიკელი შუახაზელი გაზონზე აღმოჩნდა. ქართველი გოლკიპერი კი თანაგუნდელის დასაცავად ჟუნიორს დაუპირისპირდა.
მოვლენები სწორედ ამ ეპიზოდში გართულდა. დაპირისპირებაში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთნენ. შეხლა-შემოხლის დროს რეალის თავდამსხმელმა ჰუგო დუროს სილა გააწნა. ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, მსაჯმა მადრიდელთა მე-7 ნომერს არასპორტული საქციელის გამო პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
მოვლენები სწორედ ამ ეპიზოდში გართულდა. დაპირისპირებაში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთნენ. შეხლა-შემოხლის დროს რეალის თავდამსხმელმა ჰუგო დუროს სილა გააწნა. ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, მსაჯმა მადრიდელთა მე-7 ნომერს არასპორტული საქციელის გამო პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
გავიდა ორი წელი და ვინისიუსს კვლავ მოუვიდა უსიამოვნო ინციდენტი ვალენსიას მეკარესთან, თუმცა ამჯერად სხვასთან. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი მატჩს ტოვებდა ტრავმის გამო და მის ნაცვლად "ღამურების" კარს რაიო ვალეკანოს ყოფილი კარის დარაჯი იცავდა. ისევ ფიზიკური დაპირისპირება, ისევ წითელი ბარათი და გაძევება.












