შეიცანი გონება, სიმტკიცე საფუძვლად აქციე, ჭეშმარიტი გონება - გზად, მიჰყევი საბრძოლო ხელოვნებას ფართო გაგებით, იფიქრე სწორად და ნათლად, სიცარიელე გზად აქციე და გზად სიცარიელეს დაინახავ, - მიამიტო მუსაში “ხუთი გრაგნილი”. აღნიშნული წიგნის ქართულად მთარგმნელის, ნატალი ბიძინაშვილის გზა გოჯუ-რიუსკენ ათწლეულზე მეტია დაიწყო, იაპონური საბრძოლო ხელოვნებებით შთაგონებულმა გოგომ, ერთობისა და თანადგომის გაზიარება სხვებისთვის გადაწყვიტა და გოჯუ-რიუ აკადემიის ახალ გზას დაადგა, ახლა უკვე სენსეის გზა მიზნად მიღებული ცოდნის, სიმტკიცისა და ერთმანეთზე ზრუნვის გაზიარებას ითვალისწინებს.
ნატალი ბიძინაშვილი LaGazzetta.ge-სთან გოჯუ-რიუს უნიკალური ტექნიკასა და თბილისის მწვანე უბანში იაპონური სტანდარტითა და სულისკვეთებით გაჯერებული გოჯუ-რიუს აკადემიის შესახებ საუბრობს:
- გოჯუ-რიუს ელემენტები რამდენედ გამოიყება სპორტის სხვა სახეობებში?
- გოჯუ-რიუ სტილი არის კონტაქტური, გამორჩეულია ხელის დარტყმებითა და ფეხის დრატყმებით, გვხვდება ჭიდაობის ელემენტები და ჩავდივართ პარტერში. ასევე გვავქვს, სრული კომბინაცია ყველა მოძრაობის. გოჯუ-რიუს ტექნიკის გარკვეული კომპონენტების გამოყენება შესაძლებელია MMA-ში, UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე გოჯუ-რიუს ტექნიკას იყენებს, მათ შორისაა გიგას ცნობილი გიგაქიქი.
- გოჯუ-რიუ გოგოებისთვის რამდენად საინტერესოა?
- ეს სტილი თავდაცვისუნარებში ყველას ეხმარება, ქალებს თავდაჯერებულებას აძლევს, როცა ვიწყებთ სხეულის აღქმას ეს გამძლეობისთვის მნიშვნელოვანია.
ბოლო პერიოდში გოგოები აქტიურად გვემატებიან, რაც ძალიან სასიხარულოა და მოხარული ვარ ამ ფაქტით. გოჯუ-რიუს საერთაშორისო ფედერაციის იაპონელმა შეფ-ინსტრუქტორმა, როდესაც თბილისში ჩამოვიდა გვითხრა, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, თუმცა გოგოები გაკლიათ და იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტ გოგოს ვიხილავო,ახლა უკვე ბევრი გოგო გვყავს.
- გოჯუ-რიუს რა უპირატესობებს გამოყოფთ?
- სხვადასხვანაირი ტექნიკა, გამოვარჩევ დამხმარე ინსტრუმენტებს, ოკინალური იარაღები, რომელიც აწრთობს კუნთებსა და სახსრებს, რაც ავითარებს ბალანსს, ასევე გვაქვს კოტეკიტაი, ერთმანეთს ვურტყავთ კანის გასამაგრებლად, ამისთვის საჭიროა დისციპლინა ყოველდღიურობა, რაც მენტალურ და გონებრივ წრთობაში გადადის.
- გოჯუ-რიუ რა ასაკშია რეკომენდირებული?
- ჩვენ ბავშვებს 4 წლიდან ვიღებთ, თუმცა ასაკი შეუზღუდავია ვიდრე არსებობს სურვილი. ჩვენი პროგრამები და მიდგომები, რა თქმა უნდა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია, ბავშვებს უფრო ხალისით ვუდგებით, ჩვენთან 60 + ადამინებიც დადიან, მთავარია სურვილი.
- რას ურჩევთ საზოგადოებას, რატომ უნდა დაკავდნენ გოჯუ-რიუთი?
- ფიზუკურ განვითრებასთან ერთად, ყალიბდება დისციპლინა, რაც ბავშებს ასწავლის და უფროსებს ეხმარება სწორ გზაზე სიარულში, რათა განარჩიონ რა არის კარგი და ცუდი. მეგობრობა, თანადგომა, ერთმანეთის დახამრება და გაძლიერება, - რასაც ამ გამეროში ვსწავლობთ. გოჯუ-რიუს აკადემიაში იქნება თავგადადასავლები, საზაფხულო ბანაკები, გვავქვს საერთაშორისო სემინარები, ბევრი საინტერსო აქტივობა, ვიღებთ მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.









