კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს, შემდეგ მატჩს კი ნაპოლი შაბათს, ბოლონიას წინააღმდეგ გამართავს.
ნაპოლის ხელმძღვანელობამ სამედიცინო შტაბს მოუწოდა, რომ შაბათამდე კვარაცხელია სრულად იყოს გამოჯანმრთელებული, თუმცა ამასთანავე, გაითვალისწინონ ისიც, რომ კვარას, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე აქვს სათამაშო, ამიტომ ზედმეტი რისკების გარეშე გაგრძელდეს მკურნალობა, რათა ევრო 2024-ისთვის ნაკრების ლიდერი სრულ მზადყოფნაში იყოს.
თუ სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას თამაში ბოლონიასთან სარისკო იქნება, შესაძლოა, მან ეს შეხვედრაც გამოტოვოს.










