საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ სეზონის პირველი საშინაო შეხვედრა ანჟერის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზელები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ. მათ სასარგებლოდ პენალტიც დაინიშნა, რომელიც დემბელემ ვერ გამოიყება.
საბოლოოდ, მეორე ტაიმში გუნდს მშველელად ფაბიან რუისი მოევლინა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
მოგეხსენებათ, კუნთზე მცირე დისკომფორტის გამო ეს მატჩი პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა.









