31 მაისს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ინტერსა და პსჟ-ს შორის. მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"გაგახსენებთ, რა ვთქვი სეზონის წინ - ერთადერთი, რაც პსჟ-ს ისტორიას აკლია, ჩემპიონთა ლიგის თასიათქო და ამ მიზანთან ახლა ძალიან ახლოს ვართ, რაც გარკვეულწილად წნეხიცაა.
ჩვენ გაცილებით ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და უმეტესი მათგანი ფინალს პირველად თამაშობს, თუმცა ასაკის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს აქვთ იმის გამოცდილება, რომ ასეთი დიდი მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარონ.
ვიცი, რომ ინტერი პრესინგს გვეთამაშება, ჩვენ კი ამის ალტერნატივა უნდა ვიპოვნოთ. მეტოქეს ჩვენს თამაშს შევთავაზებთ და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
ვაცნობიერებთ იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ისტორიულ მატჩში ვიღებთ მონაწილებას და უბრალოდ სიამოვნებით უნდა დავტკბეთ"









