მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"ბარსელონა მოგებას იმსახურებდა, თუმცა შედეგი არ ასახავს თამაშის მიმდინარეობას. მათ პირველ გოლამდე, თანაბარი მატჩი იყო, პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
კრიტიკა მისაღებია და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ვფიქრობ, რეალმა პირველი ნახევარი ძალიან კარგად ითამაშა.
გაგახსენოთ რა მოხდა, როცა ბოლოს ბარსელონამ 4:0 მოგვიგო? - იმ წელს ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ამიტომ თამაშს ვაგრძელებთ და ვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის", - განაცხადა ანჩელოტიმ.









