შეხვედრის 30-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა იუსუფ ბარასიმ ერთ-ერთ მომენტში დაზიანება მიიღო, რის გამოც თამაში დროებით შეჩერდა. ამ დროს ადანა დემირსპორის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები თავისთან მოიხმო და მოედნიდან გასვლა მოსთხოვა — სტუმარი გუნდის ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს და გასახდელში შევიდნენ. აქედან რამდენიმე წუთში, მთავარ არბიტრს მატჩის იძულებით შეწყვეტა მოუწია.
ადანა დემირსპორის კარში დანიშნული პენალტი, რომელსაც პროტესტი მოჰყვა
Es un escándalo lo que pasó en Turquía. El árbitro cobró penal para Galatasaray y los jugadores de Adana Demirspor abandonaron el campo de juego. El árbitro tuvo que suspender el partido. pic.twitter.com/Y6t3PG7hFb
— Pablo Giralt (@giraltpablo) February 9, 2025
კადრები, როდესაც სტუმარმა გუნდმა მოედანი დატოვა, რის შემდეგაც მატჩი შეწყდა
Adana Demirspor ıslıklar eşliğinde sahadan çekildi pic.twitter.com/nH5oi6FIag
— Cenk Çınar (@cenkcnr) February 9, 2025
ადანა დემირსპორის პრეზიდენტმა როგორც განაცხადა, სუპერ ლიგაში პატარა კლუბებს უსამართლოდ ეპყრობიან და მათი პროტესტი მსაჯთა კომიტეტსა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას მიემართება.
ამ სკანდალს მალევე მოჰყვა ფენერბაჰჩეს ოფიციალური გვერდის გამოხმაურება:
"თქვენი არალეგალური კონტრაქტებით, შავ ბაზარზე გაყიდული ბილეთებით და უკანონო ფსონების რეკლამირებით, თქვენ ზიანს აყენებთ ჩვენს სახელმწიფოს და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას.
თქვენი ხელმძღვანელობით მედიის წევრები ატყუებენ საზოგადოებას. განაგრძეთ მსაჯების და ფეხბურთის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა თქვენი ფეხბურთელებით, რომლებიც წლებია აგრძელებენ ბინძურ თამაშს. თქვენი წყალობით არც ნდობა დარჩა და არც სამართლიანობა! მაგრამ თქვენ ყოველთვის უდანაშაულოები ხართ.
გილოცავთ, ეს რა გაუკეთეთ თურქულ ფეხბურთს?"
თქვენი ხელმძღვანელობით მედიის წევრები ატყუებენ საზოგადოებას. განაგრძეთ მსაჯების და ფეხბურთის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა თქვენი ფეხბურთელებით, რომლებიც წლებია აგრძელებენ ბინძურ თამაშს. თქვენი წყალობით არც ნდობა დარჩა და არც სამართლიანობა! მაგრამ თქვენ ყოველთვის უდანაშაულოები ხართ.
გილოცავთ, ეს რა გაუკეთეთ თურქულ ფეხბურთს?"
Usulsüz kontratlarınız, karaborsa bilet ve illegal bahis reklamlarınızla Devletimizi ve Türkiye Futbol Federasyonu’nu,
— Fenerbahçe SK (@Fenerbahce) February 9, 2025
Güdümlü medya mensuplarınız ve samimiyetsiz açıklamalarınızla kamuoyunu,
Yıllardır aldatmaya yönelik hareketler yapan futbolcularınızla, hakemleri ve… https://t.co/0aLujfLAWT
ამ მომენტამდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ მატჩთან დაკავშირებით.









