პირველ ტაიმში, კარში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ვნახეთ, რომელიც პორტოს ჰქონდა, ამის მეტი საინტერესო პირველ 45 წუთში არაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმიც პირველის იდენტური აღმოჩნდა, გუნდებს არაფერი გამოსდიოდათ და სამწუხაროდ, მონდომებაც აკლდათ. არტეტას გუნდის მცირე უპირატესობა ორივე ტაიმში იგრძნობოდა, თუმცა გუნდმა ვერც ერთი რეალური მომენტი ვერ შექმნა.
თითქოს ყველაფერი უგოლო ფრისკენ მიდიოდა, თუმცა მატჩის 94-ე წუთზე გალენომ საოცრება შემოგვთავაზა - 26 წლის ფორვარდმა ულამაზესი შორეული დარტყმით, პორტოს გამარჯვების მომტანი გოლი მოუტანა.
წინ საინტერესო განმეორებითი მატჩი გველოდება.









