პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამავე გუნდის მარცხენა მცველი ნუნო მენდეში გამოარჩია და განაცხადა, რომ ის პსჟ-სთვის პროდუქტიული ფეხბურთელია.
"ნუნო მენდეში გამანადგურებელია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ძალიან მომწონს მისი თამაში და მენტალიტეტი. მოგების თუ წაგების მიუხედავად, ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
მენდეშს შეუძლია გოლის გატანა, პასის გაკეთება, დაცვაში კარგად თამაში. მისთვის გვერდის ავლა საკმაოდ რთულია. მოხარული ვარ, რომ გუნდში მისნაირი ფეხბურთელი მყავს"
მიმდინარე სეზონში, მენდეში პსჟ-ს შეუცვლელი ფეხბურთელია და თითქმის ყველა მატჩში მაღალ შეფასებებს იღებს. ფრანგულ კლუბში ის მე-4 სეზონს ატარებს.









