"გამარჯობა, ევრო 2024" - აღნიშნული სათაურით გამოაქვეყნა ადიდასმა ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ბრენდის სახე გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება, სტარტს 14 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.











