საქართველოს 16 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გაამრჯვება მოიპოვა. ჰოდა, გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილმა U16 ნაკრებმა გიბრალტარი 83-ქულიანი სხვაობით 113:30 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ეკატერინე ქართველიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი ანა მესტუმრიშვილი გახდა 22 ქულით, 15 ქულა კი მარიამ ყაველაშვილის ანგარიშზეა.
ქართველებამ ჯგუფური ეტაპის საწყისი 2 შეხვედრა წააგეს, 57:84 სომხეთთან და 33:60 კვიპროსთან.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ. საქართველოს მომდევნო მეტოქე მოლდოვა იქნება, მატჩი 12 ივლისს გაიმართება და მოგების შემთხვევაში საქართველო ტურნირზე მე-5 ადგილის დასაკავებლად ითამაშებს.









