აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქე 3-ჯერ დაალელოვეს, საიდანაც 1 ზუსტი გარდასახვა დაარტყეს, ხოლო თითო ჯარიმა და არეკნი გაიტანეს. სტუმრების ანგარიშზე კი 2 ლელო და 4 ჯარიმაა.
4 ტურის შემდეგ, მოქმედ ჩემპიონს, ირლანდიას, 16 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ინგლისს 4 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში ირლანდია შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო ინგლისი საფრანგეთს ესტუმრება.










