აღსანიშნავია, რომ უოტფორდი ამ შეხვედრას აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ქამბექი გააკეთა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა ვატამ გაიტანა.
მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა მოგებული გუნდის ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7.2 შეფასება მიიღო.
ამ გამარჯვებით უოტფორდმა 37 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებელ პლეიოფის ზონაში შევიდა.










