ეროვნულ ლიგაში გამართული შეხვედრა ქუთაისის ტორპედოსა და გაგრას შორის საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა.
მე-17 წუთზე ანგარისი ანდრიჩმა გახსნა, რომლისთვისაც ეს სადებიუტი გოლი იყო ქუთაისის ტორპედოს მაისურით.
მეორე ტაიმის სტარტზე ოთარ გაგნიძემ ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტორპედოს მორიგი ქულები უნდა დაეკაგრგა.
თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ალეკო ბასილაძემ ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ტორპედოს 2:1 მოაგებინა.









