ლა ლიგის მე-18 ტურში ბარსელონამ თანაქალაქელი ესპანიოლი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 86-ე წუთამდე იყო უგოლო ფრე და მატჩის მსვლელობისას ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო "პერიკოტოსი", მაგრამ ჟოან გარსიას ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით "ბლაუგრანას" კარი ხელუხლებელი დარჩა.
რაც შეეხებათ გოლის ავტორებს, "ლურჯ-ბროწეულისფრების" მხრიდან მატჩის მიწურულს თავი გამოიჩინეს რობერტ ლევანდოვსკიმ და დანი ოლმომ. კამპ ნოუს ბინადრები აღნიშნული მოგებით აგროვებენ 49 ქულას, იმყარებენ ლიდერობას და თავის აქტივში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას იწერენ.
ესპანიოლი 0:2 ბარსელონა
გოლები: 0:1 დანი ოლმო 86', 0:2 რობერტ ლევანდოვსკი 90'.









