პრემიერ ლიგის 33-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი კრეივენ კოტეჯზე გაიმართა, სადაც ლონდონური დერბი შედგა. მაყურებელმა ფულემისა და ჩელსის საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
ფულემიდან ერთადერთი გოლის გატანა ალექს ივობიმ მოახერხა, ხოლო ჩელსიდან ტაირიკ ჯორჯმა და პედრუ ნეტუმ შეძლეს მნიშვნელოვანი გოლების გატანა.
ენცო მარესკას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 57 ქულა მოაგროვა, რითაც მე-5 ადგილზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება მარკო სილვას ფულემს, კრეივენ კოტეჯის ბინადრები 48 ქულით, მე-9 პოზიციაზე დარჩნენ.
ფულემი 1-2 ჩელსი
გოლი: 1-0 ალექს ივობი 20', 1-1 ტაირიკ ჯორჯი 83', 1-2 პედრუ ნეტუ 93'.
მატჩის მიმოხილვა
სხვა მატჩები:
იფსვიჩი 0-4 არსენალი
მანჩესტერ იუნაიტედი 0-1 ვულვზი









