პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ტოტენჰემი-ჩელსის დაპირისპირება იხილა.
ენცო მარესკას გუნდმა 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი ჟოაო პედრომ გაიტანა, რომელმაც მოიზეს კაისედოს საგოლე გადაცემით ისარგებლა.
ჩელსი ამ გამარჯვებით ტოტენჰემს უთანაბრდება და მე-4 პოზიციაზე გადასვლას ახერხებს. ენცო მარესკას გუნდმა 10 ტურის თავზე, 17 ქულა მოაგროვა.
ტოტენჰემი 0-1 ჩელსი
გოლი: 0-1 ჟოაო პედრო 34'.
მატჩის მიმოხილვა









