სერია ა-ს მე-10 ტურში მილანის ინტერი ესტუმრა ჰელას ვერონას, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა პიოტრ ჟელინსკის ბურთით, შემდეგ კი "ჯალობლუმ" ჯოვანი დო ნასიმენტოს გოლით ანგარიში გაათანაბრა. "ნერაძურის" 3 ქულა მოუტანა მარტინ ფრესეს ავტოგოლმა.
ჯუზეპე მეაცას ბინადრები ამ გამარჯვებით აგროვებენ 21 ქულას და ლიდერ ნაპოლისთან ჩამორჩენას ერთ ქულამდე ამცირებენ. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, კრისტიან კივუს გუნდს ელის შეხვედრა ევროსარბიელზე ალმათის ქაირათთან, შემდეგ კი კალჩოში რომის ლაციოსთან.
ვერონა 1:2 ინტერი
გოლები: 0:1 პიოტრ ჟელინსკი 16', 1:1 ჯოვანი დო ნასიმენტო 40', 1:2 მარტინ ფრესე (ავტოგოლი) 93'.









