სერია ა-ს 24-ე ტურში ნაპოლიმ გასვლით მატჩში დაამარცხა ჯენოა, ანგარიშით 3:2. სტუმრების მხრიდან დუბლი გაიფორმა რასმუს ჰოილუნმა, ასევე ერთი ბურთი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 76-ე წუთის შემდეგ, ჟუან ჟეზუსის გაძევებით "პარტენოპეი" უმცირესობაში დარჩა.
იმ დროს ანგარიში იყო 2:2 და გამარჯვების მომტანი პენალტი, რომელიც შეასრულა დანიელმა თავდამსხმელმა 95-ე წუთზე გავიდა. "აძური" აღნიშნული მოგებით აგროვებს 49 ქულას და ლიდერ მილანის ინტერთან ჩამორჩენას დროებით 6 ქულამდე ამცირებს.
ჯენოა 2:3 ნაპოლი
გოლები: 1:0 რუსლან მალინოვსკი 3', 1:1, 2:3 რასმუს ჰოილუნი 20', 90+5, 1:2 სკოტ მაკტომინეი 21', 2:2 ლორენცო კოლომბო 57'.









