პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ცენტრალური მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს არსენალი და ნიუკასლი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. მიკელ არტეტას გუნდმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს ოფიციალურად გაინაღდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, არსენალმა 71 ქულა მოაგროვა და მე-2 პოზიცია გაიმყარა. რაც შეეხება ნიუკასლს, ედი ჰაუს გუნდი 66 ქულით, მე-3 პოზიციაზე დარჩა.
არსენალი 1-0 ნიუკასლი
გოლი: 1-0 დეკლან რაისი 55'.









