პრემიერ ლიგის 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ნიუკასლი და ჩელსი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. ედი ჰაუს გუნდმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ნიუკასლმა 66 ქულა მოაგროვა, რითაც მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ჩელსის, ენცო მარესკას გუნდი 63 ქულით, მე-5 პოზიციაზე დარჩა.
ნიუკასლი 2-0 ჩელსი
გოლი: 1-0 სანდრო ტონალი 2', 2-0 ბრუნო გიმარაესი 90'.









