ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი წარმატებულ თამაშს აგრძელებს და ამტკიცებს, რომ ლიგა 2-ში მისი ადგილი არ არის.
მეორე ტურში სტ.ეტიენი ბულონს სტუმრად დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი სწორედ დავითაშვილის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ ზურიკომ გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურშიც გაიტანა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირა რჩება, დავითაშვილი კი სარფიანი შეთავაზებების მოლოდინშია.









