პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა ნახევარმცველმა, ფაბრის პანკრატმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-8 ტურში ქართველმა ვინგერმა ნიუკასლთან შეხვედრაში მიიღო კოჭის დაზიანება, რის შედეგადაც მოედანი ნაადრევად დატოვა.
"ზუსტ დიაგნოზს უნდა დაველოდოთ, თუმცა გამეორებაზე ჩანს, რომ კვარაცხელიას კოჭი საკმაოდ უხერხულად გადაუბრუნდა. მირჩევნია დავრჩე ოპტიმისტად და ვივარაუდო, რომ ხვიჩა გამოტოვებს 1-2 კვირას, მაგრამ თუ ის არ იქნება უფრო მეტ ხანს, პარის სენ-ჟერმენისთვის ეს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდება.
ქართველი შემტევი პსჟ-ს წამყვანი ფეხბურთელი არის. დიახ, თამაშის სტილით მას ჰგავს დუეც, თუმცა უფრო ფართო მოედნის ხედვა სწორედ ნაპოლის ექს-ვინგერს აქვს. მისი არ ყოფნა "ლურჯ-წითლების" შეტევას შეაფერხებს."









