როგორც მოგეხსენებათ, 22 სექტემბერს, ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელს გამოვლენენ.
ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა.
"მინდოდა ჩემპიონთა ლიგა ბარსელონას მოეგო, თუმცა რადგან ეს არ მოხდა, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან პსჟ-ში ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელები არიან.
მიხარია, რომ დემბელე პსჟ-ში კარგ ფორმაში შევიდა და გუნდის ლიდერი გახდა. ვფიქრობ, ოქროს ბურთის ფავორიტი სწორედ ისაა და გამიხარდება, თუ მოიგებს", - განაცხადა ბუსკეტსმა.
შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდი ბუსკეტსი და დემბელე ერთად ბარსელონაში თამაშობდნენ.









