ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში მსოფლიო ჩოგბურთის გამორჩეული მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა.
პირველი სეტი მუსეტიმ 6:4 მოიგო, იტალიელი ჩოგბურთელი ბრეიკით წინ მეორე სეტშიც გავიდა, 6:3 იმარჯვა და ახლოს იყო ჯოკოვიჩის დამარცხებასთან, თუმცა მესამე სეტში ტრავმა მიიღო და ტურნირს ჩაეხსნა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომატური გამარჯვება ჯოკოვიჩს მიენიჭა და ნახევარფინალში გავიდა.
"ძალიან ვწუხვარ ჩემი მეტოქის ტრავმის გამო. უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა და დღეს მოგებას არ ვიმსახურებდი, რადგან ჩემი მეტოქე უკეთ თამაშობდა."
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში 38 წლის ჩოგბურთელის მეტოქე იანიკ სინერი იქნება. მეორე ნახევარფინალი კარლოს ალკარასსა და ალექსანდრ ზვერევს შორის შედგება.
ჯოკოვიჩს შანსი აქვს, მორიგი ისტორია დაწეროს. მას ამჟამად 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაც ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.









