ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში დაიწყო დიდი ფეხბურთი და გულშემატკივრები ახალი დაუვიწყარი მომენტებისა თუ რეკორდების მოლოდინში არიან. საინტერესოა, რომ დღემდე ხელშეუხებელი რჩება ედვინ ვან დერ სარის 2008/09 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი, რომელიც მშრალ სერიას უკავშირდება.
ნიდერლანდელი მეკარე გოლს არ უშვებდა 1311 წუთის განმავლობაში, რაც თითქმის 15 მატჩის ტოლფასი არის. ლეგენდარული კარის დარაჯის მშრალი სერია დაიწყო 2008 წლის 15 ნოემბერს, სტოკთან და დასრულდა 2009 წლის 21 თებერვალს, ბლექბერნ როვერსთან. როგორც აღვნიშნეთ, ტოპ 5 ლიგაში ეს საუკეთესო შედეგია.
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში იმ დროს და შემდეგ თამაშობდნენ ჯანლუიჯი ბუფონი, იკერ კასილასი, პეტრ ჩეხი, მანუელ ნოიერი და სხვები, მაგრამ "წითელი ეშმაკების" გოლკიპერის მიღწევასთან მიახლოება ვერავინ შეძლო. ვნახოთ, დაიმსხვრევა თუ არა ლეგენდარული კარის დარაჯის რეკორდი ამ სეზონში.









