არსენალთან გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ გამართა.
"ხვალინდელ მატჩში გულშემატკივარს განსაკუთრებულ საღამოს ვპირდებით. ვიცით, რომ სტადიონზე და მის გარეთ ყველა ჩვენს გევრდით იქნება და ვეცდებით, რომ მათ თამაშის შემდეგ ჩვენით იამაყონ.
სტანდარტულები? - ამ სეზონში ბევრ ისეთ გუნდს ვეთამაშეთ, რომლებიც სტანდარტულებზე კარგად თამაშობდნენ და თავი კარგად დავიცავით. იგივეს შევეცდებით არსენალთანაც.
მიხარია, რომ ღმერთმა კარგი ფიზიკური სიძლიერე მომცა. ეს თამაშის დროს ძალიან მეხმარება. მეც ბევრს ვშრომობ და ამაში ფიზ.მომზადების მწვრთნელს დიდი წვლილი აქვს.
კარგი გუნდი ვართ, პსჟ-ს ახალი მიზნები და ხედვები აქვს, რაც გუნდმა ბოლო 2 წელში განახორციელა და ხვალინდელი მატჩი იქნება საკვანძო, რომ ამ პროექტმა შედეგი გამოიღოს."









