პსჟ-სთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.
"ამ სეზონში ბევრჯერ გამოჩნდა, რომ დიდი მატჩების შესანიშნავად ჩატარება შეგვიძლია, ამ მოტივაციით გავდივართ და გვჯერა, რომ ყველაფერი გამოვა.
პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდებთან ბევრი გოლები გავიტანეთ. მართალია პსჟ-სთან ხშირად არ გვითამაშია, თუმცა არანაკლებ ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ.
“გვაქვს რწმენა, რომ ხვალ განსაკუთრებული რაღაცეების გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ამის მისაღწევად კარგად მომზადება და იდეალური განწყობით თამაშია საჭირო. მითუმეტეს, ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობთ", - განაცხადა სლოტმა.









