პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია საოცარ ფორმაშია, გასულ ტურში მან ნანტის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა.
პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კვარაცხელიას მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
"კვარაცხელია განსხვავებული სტილის მოთამაშეა. სანამ ხვიჩას მოვიყვანდით, მისი თვისებები ძალიან კარგად ვიცოდით.
ის ნამდვილი მეომარია და ბურთთან ერთად თამაშის დროს ძლიერია. კვარასნაირი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა უპირატესობაა", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.









