ინტერვიუს პირველ ნაწილი, ნინიაშვილის კარიერის საწყის ეტაპებს დაეთმო, მის პირველ სარაგბო კლუბ "ხვამლს". სპორტსმენმა ისაუბრა გუნდზე, მთავარ მწვრთნელსა და აკადემიაზე. სწორედ ხვამლიდან მოხვდა დავით ნინიაშვილი საფრანგეთში.
ინტერვიუს მეორე ნაწილში დავით ნინიაშვილმა გაიხსენა საფრანგეთში გატარებული პირველი წლები, ახალი გამოწვევა, რომელიც ლიონში ტრანსფერს თან ახლდა და ზოგადად, ფრანგულ სარაგბო ცხოვრებაზეც მოჰყვა საინტერესო ამბებს. ინტერვიუს მიმდინარეობისას 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა იმ პოზიციებზე, სადაც თამაში უწევს. შეადარა 11 და 15 ნომრები და ახსნა თუ სად ურჩევნია თამაში.
დავით ნინიაშილმა ინტერვიუს დროს La Gazzetta Georgia-ს ექსკლუზიურად განუცხადა, რომ ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს — 22 წლის ფლანგელი სეზონის ბოლოს ლიონს დატოვებს და ფრანგული TOP 14-ის კლუბ ლა როშელში გადაბარგდება.
ახალგაზრდა მორაგბემ ინტერვიუს ბოლოს სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ნაკრებსა და მიზნებზეც ისაუბრა.
სრული ინტერვიუს ხილვა ჩვენს იუთუბ არხზე შეგიძლიათ.









