მორიგი გამარჯვება და გარანტირებული მედალი, - ლაშა გურული ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
65 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში ინდოელი აბჰინაშ ჯამვალი დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლასთან ერთად ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს, თუმცა ლაშა რა თქმა უნდა, ფინალში ასპარეზობისა და უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ, ლაშა გურული ასპარეზობაში 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუსა ალ ჰავსავს სძლია, მერვედფინალში კი ირლანდიელი დინ ქლენსი დაამარცხა.
ნახევარფინალური დაპირისპირება 13 სექტემბერს გაიმართება.









