მადრიდის რეალის მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა კარლო ანჩელოტის წასვლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბი" დატოვა გასული სეზონის ბოლოს, მის ნაცვლად კი ჩაბი ალონსო დაინიშნა.
"ანჩელოტი რეალის ლეგენდა არის. ის ყოველთვის დარჩება გუნდის უმნიშვნელოვანეს ნაწილად, თუმცა მიმაჩნია, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო. ამ ყველაფერს თავად კარლოც ხვდებოდა. ერთად ვიმუშავეთ არაერთი წელი და ეს თანამშრომლობა საოცრად ნაყოფიერი იყო.
იტალიელი მწვრთნელი თუ ალონსო? ისინი განსხვავდებიან. პირველის დროს გვქონდა მეტი თავისუფლება და ვარჯიშზე შედარებით გვიან მოსვლაც შეგვეძლო. ჩაბი უფრო მკაცრი და სწორხაზოვანია. მისთვის უმთავრესი დისციპლინა არის. ცხადია, ორივე მათგანი გამორჩეული სპეციალისტია. "









