"ეს მატჩი ისტორიაში შევა, ეს შედეგი ყველას მახსოვრობაში სამუდამოდ დარჩება, ვამაყობ ატალანტათი. ეს არის არაჩვეულებრივი გამარჯვება გუნდისთვის, ფეხბურთელებისთვის, ფანებისთვის რომლებიც იტალიიდან ჩვენს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ... ისტორია დავწერეთ. ამ ეტაპზე თამაში უკვე შესანიშნავი მიღწევაა, თუმცა ლივერპულთან გამარჯვება საამაყო შედეგია.
ამ ანგარიშის მიუხედავად, ჯერ არაფერია დასრულებული. წინ განმეორებითი მატჩი გველოდება, სადაც საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ."










