ლე ავრთან მატჩის წინ, პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ტიტულოვანი დამრიგებლის თქმით, მას არ სურს მუდმივად საუბარი წარსულში მიღწეულ წარმატებებზე და ამის ნაცვლად, ესპანელ სპეციალისტს მომავალზე კონცენტრირება ურჩევნია.
"ძალიან ბედნიერი ვარ პარის სენ-ჟერმენის მწვრთნელობით, თუმცა ამ გუნდის გარშემო არსებული ხმაური და ზედმეტი ყურადღება, მაწუხებს. პსჟ-ში თამაშობენ გამორჩეული ფეხბურთელები, მაგრამ ხალხი მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს ინდივიდუალურ ჯილდოებს, ფეხბურთი პირველ რიგში გუნდური სპორტია.
ეს განსხვავებული სეზონია, რადგან ტიტულების უმეტესობა უკვე მოვიპოვეთ, თუმცა არ მინდა მუდმივად საუბარი წარსულზე, ამის ნაცვლად, მომავალზე ფიქრი მირჩევნია. ნაკლები ყურადღება გასულ სეზონზე და მეტი კონცენტრირება იმაზე, რაც ახლა გვსურს."









