26 მარტს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
"ამხანაგური მატჩია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაშები შემოგთავაზოთ და გავიმარჯვოთ.
საქართველოს ნაკრების კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს, რომცა ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას კაპიტნობის ქვეშ თამაში მომიწია.
გავაკეთებ ყველაფერს, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის ვიყო მაგალითი როგორც მოედანზე, ისე მოედანს გარეთ. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმილი გვაქვს.
2026 წელს ჩვენი მიზანი ერთა ლიგაზე წარმატება იქნება. ამისთვის უკვე ვემზადებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთა ლიგას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
ჯაბასთან და კაშოსგან პირველი ის ვისწავლე, რომ ყველანაირი სირთულის დროს, პირველი წინ ისინი იდგნენ და მსურს, მეც ასე ვიყო. გასაჭირში დავდგე წინ, მივიღო დაბრკოლებები და მივიღო სწორი გადაწყვეტილებები", - განაცხადა კვარაცხელიამ.









