მათ შორისაა გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ყველაზე მეტი, 30 სეივი გააკეთა.
მამარდაშვილის ტრანსფერზე ბევრი იწერება. მის მომავალს ბაიერნს, ნიუკასლს, ატლეტიკოსა და სხვა გუნდებს უკავშირებენ. სეზონის ბოლოს, მამარდა ვალენსიას ემოციურადაც დაემშვიდობა.
თუმცა ჯერჯერობით, მის ტრანსფერზე სიახლე არ არის და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მამარდაშვილი სეზონის წინა მოსამზადებელ ვარჯიშს ვალენსიასთან ერთად დაიწყებს. ის გუნდს ივლისის ბოლოს შეუერთდება.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ვალენსია 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს:
20 ივლისი: ვალენსია - კასტელონი
24 ივლისი: ვალენსია - ალავესი
27 ივლისი: პსვ - ვალენსია
31 ივლისი: ვალენსია - ლევანტე
3 აგვისტო: ლიდსი - ვალენსია
10 აგვისტო: ვალენსია - აინტრახტი










