აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც მიიღებს, მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
"გელოდებით ახალ სპორტის სასახლეში ჩემს გულშემატკივარს მთელი საქართველოდან. გამახარებთ ძალიან. მე, რა თქმა უნდა, ჩემპიონობით ვეცდები გაგახაროთ."
ლაშა ბექაური 2023 წლის თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე, მის გარდა, ოქროს მედლები ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა მოიპოვეს.









