პსჟ-ს მაროკოელმა ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ თავისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე შეაქო.
"დემბელე ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომ მისი თამაშის საყურებლად სტადიონზე უნდა მოხვიდეთ. ბურთთან ერთად ის ნამდვილი გენიოსია მაშიანც კი, თუ გუნდს თამაში არ მისდის და ბევრი შანსი არ აქვს. დემბელეს თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია, რაც დიდი პლიუსია.
გვიხარია, რომ ის გუნდს დაუბრუნდა, ვარჯიში განაახლა და მზად იქნება მნიშვნელოვან მატჩებში სათამაშოდ"
შეგახსენებთ, რომ დღეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე არსენალის წინააღმდეგ ჩაატარებს.









