ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მოჭიდავეები დაასახელა თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში წლის საუკეთესო ფალავნად გენო პეტრიაშვილი დასახელდა — 30 წლის ქართველმა მოჭიდავემ 2024 წელს პარიზში გაიბრწყინა და მედლების კოლექციას ოლიმპიური ოქროც შემატა.
მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, გენო პეტრიაშვილს ყველა დიდი ტურნირი აქვს მოგებული. ქართველმა ფალავანმა სხვადასხვა დროს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ, მსოფლიოს ჩემპიონატი სამჯერ, ხოლო ოლიმპიადა ერთხელ მოიგო. აღსანიშნავია, რომ მის ანგარიშზე ყველა სინჯის ოლიმპიური ოქროა — ბრინჯაო რიოში, ვერცხლი ტოკიოში და ოქრო პარიზში.
გენო პეტრიაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს










