ბოლო პერიოდში, ზივზივაძე საოცარ ფორმაშია, კარლსრუეში გოლები გააქვს და მისი ასეთი პერფორმანსი გასაკვირი არ არის.
ბუდუს კარგ თამაშს კარლსრუეს ოფიციალური გვერდი ეხმაურება და თავიანთი ფეხბურთელით ამაყობენ.
"ბუდუმ ორმაგი პაკეტი შემოგვთავაზა. ჩვენმა თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მომდევნო კვირას, ისინი საბერძნეთს ფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან. კარლსრუე თქვენთანაა!"- წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.











