იმის მიუხედავად, რომ ევრო 2024-ზე ფეხბურთელებს 1-დან 26-ნომრამდე ჩაცმის უფლება ექნებათ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისა და ადიდასის გადაწყვეტილებით 44-ნომრიანი მაისური ყველა სახის ხმარებიდან ამოღებული იქნება.
ონლაინ მაღაზიებში ფანებს არ შეეძლებათ ნაკრების ოფიციალური 44-ნომრიანი მაისურის შეძენა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ნაცისტური გერმანიის დროინდელი სიმბოლოა, რომელიც 44 ნომერს ძალიან ჰგავს. ამ კონკრეტული სიმბოლოს გამოყენება კანონით აკრძალულია.