ბავარიის მხრიდან ჰეტ-ტრიკი შეასრულა ჰარი კეინმა, დუბლი კი ლეონ გორეცკას ანგარიშზეა, თითო გოლი კი ტომას მიულერმა, სერჟ გნაბრიმ და ჯამალ მუსიალამ გაიტანეს.
ალიანც არენას ბინადრები ლევერკუზენის ბაიერთან ჩამორჩენას შვიდ ქულამდე ამცირებენ, თუმცა ბუნდესლიგის დაუმარცხებელი ლიდერი თავის შეხვედრას ხვალ გამართავს.
მიმდინარე კვირა ტომას ტუხელის გუნდისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა: მაინცის განადგურებამდე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რომის ლაციოს ბარიერი იქნება გადალახული.











