ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მედიასთან ალისონ ბეკერის შესახებ ისაუბრა.
"ალისონის ტრავმა მძიმეა. პირდაპირ გეტყვით, რომ პარი სენ-ჟერმენთან ორივე მატჩს გამოტოვებს.
სამწუხაროდ იმაზე მეტის გამოტოვება მოუწევს, ვიდრე ამას თავიდან ვვარაუდობდით. როდის დაბრუნდება მოედანზე? ყველაზე კარგ შემთხვევაში სეზონის ბოლოსკენ."
ალისონ ბეკერის მძიმე ტრავმა იმას ნიშნავს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ლივერპულის კარს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.









