კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე ისაუბრა. ლეგენდარულმა დამრიგებელმა ხაზი გაუსვა მთავარ განსხვავებას "სელესაოსა" და მადრიდის რეალში მუშაობას შორის. შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკაში გასული წლის მაისიდან მოღვაწეობს.
"მთავარი განსხვავება ბრაზილიის ნაკრებსა და რეალში მუშაობას შორის? ახლა უფრო ნაკლები სტრესი მაქვს. უფრო ნაკლები მატჩია და ეს რეალურად უფრო დაკვირვებაა, ვიდრე რეგულარული სამსახური. მეტი თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ დიდ ყურადღებას მოთამაშეების შერჩევას ვუთმობ.
ახლა გაფართოებულ სიაში არის მინიმუმ 70 ისეთი ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება შეუძლია. აქ ყველას ვუყვარვარ, მაფასებენ და თბილად მიღებენ. ვმუშაობ საფეხბურთო და ცხოვრებით სავსე ქვეყანაში, სადაც უამრავი კარგი ადამიანი ცხოვრობს."









