ცნობილმა ჟურნალისტმა, დომინიკ სევერაკმა ერთმანეთს შეადარა პარის სენ-ჟერმენის შემტევები - ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა. ფრანგი ანალიტიკოსის თქმით, ლიონის აღზრდილი ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესოა საჯარიმოს გარეთ, მაშინ, როცა ქართველი ვინგერი ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
"ბარკოლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია საჯარიმოს გარეთ, კვარაცხელია კი ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. დიახ, ხვიჩას სულ ცოტა აკლია სტაბილურობა, მაგრამ მთლიანობაში ის იმ დონეზეა, რაზეც არიან რაფინია, დიასი, ვინისიუსი, იამალი და ოლისე.
ქართველი შემტევი არის ფეხბურთელი, ვინც დიდი მატჩებისთვის არის დაბადებული. მან ეს დაამტკიცა ჩელსისთან დაპირისპირებაშიც, როცა მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. პარის სენ-ჟერმენის ვინგერი არის ნამდვილი ცხოველი და ეს ჩემგან დადებითი შეფასებაა.
"









