ჩაბი ალონსოს მადრიდის რეალიდან გათავისუფლება უკანასკნელი პერიოდის მთავარი აქტუალური თემაა. ევროპულ პრესაში გაიხსენეს ტიერი ანრის სიტყვები და აღსანიშნავია ის, რომ ლეგენდარული ფორვარდი "სამეფო კლუბსა" და ესპანელ დამრიგებელს შორის არსებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში საუბრობდა.
"არსებობს მოსაზრება, რომ ალონსო რეალის ფეხბურთელებს უფრო მეტს ავარჯიშებს, ვიდრე მართავს. მე ამას არ ვეთანხმები, თუმცა სამწუხაროდ, ასე გამოდის. ჩაბი ძალიან კარგი იყო ლევერკუზენში, რადგან იქ მოთამაშეები მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ. ვნახეთ, რასაც მიაღწია ბაიერმა.
ესპანელი მწვრთნელის ამჟამინდელი მდგომარეობა გვაძლევს განსხვავების დანახვის საშუალებას მადრიდული გუნდისა და ბარსელონას დამრიგებლობას შორის. კატალონიაში ქმნიან სპეციალისტებს და თითოეული მათგანი ერთი სტილის გარშემო აშენებს გუნდს. არ აქვს მნიშვნელობა შემადგენლობას, აღნიშნულ წესს ყველა ემორჩილება.
"სამეფო კლუბში" აქვთ სხვა მიდგომა - 90 პროცენტი არიან ფეხბურთელები, მწვრთნელს კი დანარჩენი 10 უკავია. ეს არის მანქანა, რომელსაც გადაწყობა არ სჭირდება. სირთულეები იწყება მაშინ, როცა ბერნაბეუზე მისული თავკაცი მთავარ როლში ყოფნას ცდილობს. "









