კლოდ მაკელელემ მადრიდის რეალის გარშემო არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ვეტერანი ნახევარმცველის აზრით, ისეთი მაღალი მოთხოვნები, როგორიც არის "სამეფო კლუბის" მიმართებაში, დღევანდელ ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენშიც არ არის.
"რეალმა სეზონი დაამთავრა ტიტულების მოპოვების გარეშე, რაც ავტომატურად წარუმატებლობაა. მხოლოდ ჩემპიონობა - ამ გუნდში სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. თასების მოგება შენი პირდაპირი მოვალეობაა, ეს არის მიდგომა, რომელსაც ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენში ვერ შეხვდები.
დიახ, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან კატალონიასა და პსჟ-შიც, თუმცა მადრიდში სულ სხვა ზეწოლა არის. დიახ, ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის "სამეფო კლუბში", სხვაგან არსადაა."









