ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე, ვინისიუს ჟუნიორმა ბაიერნთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ბაიერნი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება ასეთ თამაშებში და იმედია, ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. ასეთი დიდი თამაშების მოგების დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. კარგად ვიცით რა დონის მეტოქეს ვუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა.
ამ სეზონში ზოგიერთი მომენტი რთული იყო, მაგალითად, როცა გულშემატკივრები გვისტვენდნენ, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რამდენიმე რთული პერიოდი გავიარეთ, მათ შორის მეც - როცა გოლს ვერ ვიტანდი, გულშემატკივრები ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, მაგრამ ასეთი მომენტებით გამოცდილებას ვაგროვებ.
მბაპე? მასთან როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ კლუბისთვის. კილიანი გოლების მანქანაა, რაც ყოველთვის გვმატებს თავდაჯერებულობას.
არბელოა? მასთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს, დაახლოებით ისეთი როგორიც ანჩელოტისთან მქონდა."
რეალ მადრიდი-ბაიერნის პირველი დაპირისპირება ხვალ, 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









