მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა მედიასთან ისაუბრა:
"დღევანდელი დამაჯერებელი გამარჯვება იდეალური სცენარია ისეთი მატჩის წინ, როგორიც ლივერპულთან გველოდება. ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელიც დაგვიბრუნდა, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. ახლა გაჩერებას არ ვაპირებთ — მწვრთნელი, გუნდის პერსონალი, ფანები... ყველა გვიბიძგებს, რომ არ გავჩერდეთ და მაქსიმუმი მივიღოთ.

არ ვიცი, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ გავაგზავნეთ თუ არა მესიჯი ინგლისში, რადგან ჩვენი ძალიან კარგი ფორმა უკვე დიდი ხანია, რაც გრძელდება. ამისთვის ბევრი ვიშრომეთ და ახლა მზად ვართ უფრო დიდი მატჩების მოსაგებად. ჩემპიონთა ლიგისთვის კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ, იდეალურ ფორმაში ვხვდებით ლივერპულთან მატჩებს.
მწვრთნელი ძალიან მომთხოვნია, რაც კარგია. პსჟ-ს ხარისხიანი სკამი ჰყავს და ყველამ იცის, რომ თუ კარგად არ ითამაშებ, სკამზე მოგიწევს დაჯდომა, რადგან გუნდში არიან ისეთი ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ და თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლიათ. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მგონია, რომ ეს გუნდი წარმატებას მიაღწევს. ეს ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით დღევანდელ დღემდე და ახლა მზად ვართ ლივერპულთან მატჩებისთვის."
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი პარიზში გაიმართება. შეხვედრა 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.