ლონდონის ჩელსის მარცხენა მცველმა, მარკ კუკურელიამ პარის სენ-ჟერმენთან განადგურება გაიხსენა. ევროპის ჩემპიონი ფლანგელის აზრით, "არისტოკრატთა" დიდი ანგარიშით წაგების მიზეზი მოთამაშეთა დიდი ნაწილის გამოუცდელობა აღმოჩნდა.
"ჩელსის მარცხის მიზეზი პარის სენ-ჟერმენთან მატჩებში გამოუცდელობა აღმოჩნდა. ბევრ ჩვენს ფეხბურთელს აქამდე ასეთი მნიშვნელობის შეხვედრებში მონაწილეობა მიღებული არც ქონდათ. ცივსისხლიანობა რომ შეგვენარჩუნებინა, პირველ თამაშს დავამთავრებდით 3:2-ს, რაც კომფორტული შედეგი იქნებოდა.
ლონდონში გამართულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. მესმის, რომ კლუბის პოლიტიკა გულისხმობს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაფორმებას, მაგრამ გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. უკვე გვაქვს ფუნდამენტი, მაგრამ უფრო მეტი გვჭირდება", - განაცხადა ესპანელმა განაპირა მცველმა.









